LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველ რიგში, ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, რომლებმაც 2022 წელი მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს – ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო?“ – კალაძე

175
კახა კალაძე

„გვეუბნებიან, რომ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით რუსეთის ეკონომიკას დავაზარალებთ – ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს“.

კალაძის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის.

კალაძე: „რა პრობლემაა, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი – ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?!“

„აბსოლუტურად ვერ ვხდები ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას, ვისაც ამისი სურვილი აქვს“

„რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის.

როდესაც საუბარი სანქციების მიერთება-არმიერთებაზე იყო, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით და ეს არ დაგვიმალავს, რომ სანქციებს არ და ვერ ვუერთდებით. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება?

მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ვატარებთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. მე არ მჯერა ამის.

ყველა გონიერი ადამიანი, ვინც აზროვნებს, მიხვდება, რომ შეუძლებელია რუსული ეკონომიკა დავანგრიოთ იმით, თუ მაგალითად: ქართული ღვინო, წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რუსულ ბაზარზე არ გავა, ჩავკეტავთ და სანქციებს დავაწესებთ. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას.

პარალელურად უნდა მოვძებნოთ და ვიმუშაოთ სხვა გზებზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ დღეს იმაზე, რისი საშუალებაც და შესაძლებლობა გვაქვს.

კობახიძე: ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, აჭარაში მათ შვილებს ხაზარაძის ვალები შერჩეთ, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასე აქტიურად ითხოვს

ყველაზე მთავარია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს.

პირველ რიგში, იმ (ევროპულმა) ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი და ყველანაირი კავშირი შეწყვიტონ, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო? ამოიღეთ ინფორმაცია და ნახეთ.

„რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა“ – ირაკლი კობახიძე

ნახეთ, სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის და მერე შეადარეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც ამერიკას შორის ან ნებისმიერ ქვეყანას შორის“. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები