კორონავირუსისგან უკვე მეორე ორსული გამოჯანმრთელდა. ფეხმძიმე ქალი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა ბინაზე გაეწერება. ამის შესახებ კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატალურ მიმართულებაში მეორე ორსული გამოჯანმრთელდა SARS-COV2 -ი ვირუსით ინფიცირებული. ორსულობა პროგრესირებს და ორსული დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერება ბინაზე. მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“,- წერს ჟორჟოლიანი.