LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად, 12 წლის შემდეგ! ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

196
Untitled design

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„პირველად, 12 წლის შემდეგ!!!

ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!

ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!

ქართველი მოზარდის მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პირველად, 12 წლის შემდეგ!!!

ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!

ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად…

Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on Saturday, 22 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები