LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ჩემს ცხოვრებაში არაფერი მითქვამს, დავიბენი – ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე

529
maxresdefault

„შეხვედრაზე არაფერი არ მითქვამს პირველად ჩემს ცხოვრებაში, იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი,“ – ამის შესახებ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც თემურ ჭყონია ამბობს, საკითხები მეგობრული იყო, კონსტრუქციული. „ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, თემურ ჭყონიამ უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო. “ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს“, – დასძინა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g