ელეგანტურობისა და მაღალი სტილის სიმბოლო – ქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც ამას სტატისტიკა აჩვენებს, მოდიდან გადადის. პირველად ისტორიაში, იგი უფრო მოსახერხებელმა და კომფორტულმა კედებმა და ბოტასებმა ჩაანაცვლეს.
კომპანია Mintel-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სულ უფრო მეტი ქალი ყიდულობს ფეხსაცმელს სწორ ძირზე, ვიდრე მაღალ ქუსლზე. აღნიშნული ტენდენცია კი ხანგრძლივი დაკვირვების დროიდან პირველად გამოიკვეთა. არსებობს ვარაუდი, რომ ცვლილება ქუსლიანი ფეხსაცმლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუთავსებლობითაც აიხსნება.
სიტუაცია კი იქამდე მივიდა, რომ ცნობილი ადამიანები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან მოსახერხებელ ფეხსაცმელში.
2015 წლის მონაცემებით, ქალების 35% უპირატესობას დაბალძირიან ფეხსაცმელს ანიჭებდა, ბოლო გამოკითხვით კი ამ რიცხვმა 59%-მდე მოიმატა. ცნობილი ხდება სტატისტიკაც, რომლის თანახმად კედებისა და ბოტასების მყიდველთა საშუალო ასაკი 35-დან 44 წლამდე მერყეობს.

