ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ზრდა დაიწყო. გასულ თვეს, ანუ 2021 წლის აპრილში საქართველომ ტურიზმიდან $49.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. 2021 წლის პირველი 4 თვის ჯამური მაჩვენებელი კი 100 მილიონ დოლარს აჭარბებს – ეს მონაცემები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიმდელ მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ აპრილში საქართველოში სულ 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2020 წელთან შედარებით 140%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ცალკეულ ქვეყნებს შორის ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც 21 ათასი ვიზიტორი გვეწვია.