LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში „აგრობიბლიოთეკა” გაიხსნა

110

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ინიციატივითა და მხადაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში „აგრობიბლიოთეკა” გაიხსნა.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი- ყველანაირი ინფორაცია, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება ამ კაბინეტში იქნება განთავსებული.

კაბინეტში განთავსებული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის შესახებ  არ იქნება მხოლოდ წიგნებისა და ბროშურების სახით, ასევე  შესაძლებელი იქნება ონლაინ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება.  კაბინეტში ამ ეტაპზე განთავსებულია ასამდე წიგნი და ეტაპობრივად გაიზრდება ეს რაოდენობა. მაგალითად, არის ასეთი წიგნი „გზა ფერმერობამდე“. წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული სამოცზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით. ყველა წიგნი, რომელიც განთავსდება ამ კაბინეტში, ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულადაც. ამის გაციფროვნებაში ეროვნული ბიბლიოთეკა გვეხმარება,“-აღნიშნა  „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ .

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” მმართველობითი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

„ ფერმერთა ასოციაციასთან ერთად შევქმენით ბიბლიოთეკა, რომელიც გულისხმობს აგრარული სფეროთი დაინტერესებული ადამიანის დაკმაყოფილებას . ჩვენ ვეცდებით , რომ ეს სივრცე შეივსოს სხვადასხვა  ენაზე გამოცემული აგრო ლიტერატურით. ეს სივრცე არის აუცილებელი სივრცე, რადგან საქართველო აგრარული ქვეყანაა. ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე და თუკი ჩვენ არ გვექნება შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ძალიან რთულად გადავწყვეტთ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას,“ -აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g