LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, ბაზალეთის ტბის შემოგარენში, მარულა-ენდურენს დოღი ჩატარდება

174
დოღი

8 ივნისს, საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღისა და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის ორგანიზებით და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მხარდაჭერით პირველი საერთაშორისო მარულა-ენდურენს დოღი გაიმართება.

ღონისძიება დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის შემოგარენში, სიდრის კლუბის გვერდით ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

დოღს დაესწრებიან უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები, ცხენების მოყვარულები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და სხვა.

ენდურენს დოღი, იგივე მარულა, საცხენოსნო გარბენია 45 კილომეტრიან კონტროლირებად დისტანციაზე, რომელიც საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FEI) მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრეებს შეეძლებათ: ცხენითა და ნავით გასეირნება, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება, სიდრის კლუბის ბარ-რესტორანში და გარე პერიმეტრზე კვება და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g