პირველად საქართველოში, ჩვილი ბავშვებისთვის წყალი დამზადდა, ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებით. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. ინოვაციური ბრენდი მომხმარებელს საბავშვო წყალს სთავაზობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ბაკურიანი 0+” სპეციალურად დამუშავებული, ნატურალური წყაროს წყალია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ჩვილ ბავშვთა კვებაში და საჭიროებისამებრ დასალევად.
აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანი 0 +“ წარმოებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის შესაბამისად და რეკომენდებულია ააიპ „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის” და ააიპ ს“აქართველოს პედიატრთა ასოციაციის“ მიერ.