LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში სამედიცინო ტექსტილის წარმოება იწყება (ფოტოები)

531
71018383-2209541939152184-1899625204221476864-n

ახალი კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველად  იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის  სტერილურ და არასტერილურ პროდუქციას შესთავაზებს.

საწარმო  სამედიცინო სექტორს სხვადასხვა  სახის პროდუქციით  უზრუნველჰყოფს.  მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად  საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

კომპანიის მიზანია საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს. საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი განვითარების გეგმის მიხედვით,  დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g