პირველადი ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელი დოდო გუგეშაშვილის ოჯახისათვის ნაცნობი იყო, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო “პალიტრის“ გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა. მეზვრიშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უწყებას გამოკვეთილი ვერსია ჯერჯერობით არ აქვს.
“მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მკვლელობა მოხდა სახლში. შესაბამისად, პირველადი ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი იყო. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ვინაობის დადგენის და ოპერატიული ღონისძიებების გატარების მიზნით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.