LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი არხის“ ჟურნალისტს გიორგი კობერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება: „რამდენიმე თვის წინ მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა… მისი სიცოცხლის გადასარჩენად შესაგროვებელია $100,000. ..“

300
გიორგი-კობერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის, გიორგი კობერიძისთვის გროვდება თანხა – მისი სიცოცხლის გადასარჩენად შესაგროვებელია $100,000.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი მაია ჭუჭულაშვილი:

„მოგესალმებით, ყველას ამ წერილს გწერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის გიორგი კობერიძის მეგობრები და კოლეგები. პირველი არხის ჟურნალისტს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას გიორგი კობერიძეს დახმარება სჭირდება. გიორგის რამდენიმე თვის წინ მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. ქიმიოთერაპიის შედეგად მისი დაავადების პროგრესი შეჩერებულია. თუმცა, ახლა სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის დონორის თანხის მოძიება. თურქული კლინიკის მიერ, სადაც უნდა ჩატარდეს ოპერაცია, დონორი უკვე ნაპოვნია. თუმცა, მხოლოდ დონორის თანხა 25 ათას დოლარს შეადგენს, რასაც ემატება ოპერაციის ღირებულება 75 ათასი დოლარი. უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ მეგობრისა და კოლეგის გამოჯანმრთელებაში.

თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზეა შესაძლებელი GE39TB7957145063300010“.