LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი არხის“ ღირსეულ თანამშრომელს და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული მატჩის კომენტატორს გია თვალაბეიშვილს შვილთან ერთად აჯარიმებენ 5-5 ათასით ლარით“ – ვიკა ბუკია

572
ვიკა ბუკია, გიორგი თვალაბეიშვილი

„პირველი არხის“ თანამშრომელი, გიორგი თვალაბეიშვილი ქუჩის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანი, ვიკა ბუკია წერს.

ჟურნალისტის ცნობით, ამავე თანხით დაჯარიმდა თვალაბეიშვილის შვილიც.

ბუკია სოციალურ ქსელში მამა-შვილის კადრებსაც ავრცელებს:

„ჩვენი თვალია🩷 პირველი არხის ღირსეულ თანამშრომელს და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული მატჩის კომენტატორს გია თვალაბეიშვილს შვილთან ერთად აჯარიმებენ 5-5 ათასით ლარით“, – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

დაჯარიმების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია „პირველი არხის“ თანამშრომელმა, გიორგი თვალაბეიშვილმა თავადაც გაავრცელა:

„როგორც იქნა, ჯარიმა ქუჩის გადაკეტვისთვის!
ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ მრცხვენოდა, ვბრაზდებოდი და ეჭვიც კი შემეპარა პოლიციის პროფესიონალიზმში – მე აქამდე რატომ არ მომაკითხეს-მეთქი?!
მოვიდნენ და 5000 ათასი ლარი გაამზადეო…“ – წერს თვალაბეიშვილი.

ცნობისთვის, მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე 87-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან.

მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ჩვენი თვალია 🩷 პირველი არხის ღირსეულ თანამშრომელს და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული…

Posted by Vika Buratinchenko on პარასკევი, 21 თებერვალი, 2025

როგორც იქნა, ჯარიმა ქუჩის გადაკეტისთვის! ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ მრცხვენოდა, ვბრაზდებოდი და ეჭვიც კი შემეპარა პოლიციის…

Posted by Tvalia Tvalia on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g