“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი ნახეს. დაღუპულის ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს. სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოებში სამაშველო სამსახურთან ერთად პოლიციაც ჩაერთო.
29 წლის სანდრო ბერაძეს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ოჯახის ცნობით, სანდრო ბერაძე ოჯახის წევრებს ტელეფონით ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა.
პირველი არხის ოპერატორს ცხვარიჭამიას ტყეში ეძებენ
ბოლო ინფორმაციით, პირველი არხის ოპერატორი ტაქსის მძღოლმა ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ლულუბანში დატოვა. ასევე პოლიციამ ამოიღო კადრები, სადაც სანდრო ბერაძე წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა.
ახლობლები სანდროს გაუჩინარების მიზეზად მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებდნენ.