ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, პირველი არხის ოპერატორს ქვა ესროლეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში იყო.
როგორც ჩართვისას ჟურნალისტი იუწყება, შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, ქვების სროლა დაიწყეს და ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
პირველი არხის ინფორმაციით, მათ ოპერატორს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა. სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, ქვების სროლა დაიწყეს და ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბათუმში, კორპუსში ჩაწყდა ლიფტი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა
ამ ეტაპზე უცნობია რა სიმაღლიდან ჩამოვარდა ლიფტი.
ამ ეტაპზე უცნობია რა სიმაღლიდან ჩამოვარდა ლიფტი. მასში მყოფები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ.
ფოტო:აჭარის ტელევიზია