LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ფოტო „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონის გადაღებებიდან

83

გახმაურებული ამერიკული სერიალის „დიდი პატარა ტყუილები“ მეორე სეზონის გადაღებები დაიწყო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გადამღებ ჯგუფს ლეგენდარული მერილ სტრიპიც შეუერთდა. ამჯერად კი ინტერნეტში სერიალის მეორე სეზონის პირველი კადრები გამოჩნდა. ფოტოები გადასაღები მოედნიდან მსახიობებმა თავად განათავსეს. ფოტოებზე ლორა დერნი, რიზ უიზერსფუნი, შეილინ ვუდლი და ზოი კრავიცი კაფე Seaside Coffee Shop-ში პოზირებენ. ეს ის ადგილია, სადაც სერიალის საკვანძო მომენტები ვითარდება.

სერიალის შემქმნელები გვპირდებიან, რომ ახალი სეზონი უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. ცნობილია, რომ მერილ სტრიპი სერიალში მოკლული პერი რაიტის დედის როლს განასახიერებს, რომელიც ქალაქში ბრუნდება. ახალი სეზონი სწორედ ნიკოლ კიდმანისა და მერილ სტრიპის გმირების დაპირისპირებაზე გვიყვება.

 

Watch out Monterey, here we come! #BLL2

A post shared by Reese Witherspoon (@reesewitherspoon) on

Bonnie’s. Back. #BLL2

A post shared by Zoë Kravitz (@zoeisabellakravitz) on

JANES BACK. #letsdothis #BLL2

A post shared by shailene woodley (@shailenewoodley) on

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g