ციფრული ვიდეოკამერების მწარმოებელმა კომპანია RED-მა საკმაოდ უცნაური გაჯეტის გამოსვლა დააანონსა. სიახლეს Hydrogen One ჰქვია და ის მსოფლიოში პირველ ჰოლოგრაფიულ სმარტფონს წარმოადგენს და მისი მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუცილებელია შლემი ან სათვალე გეკეთოთ.
უფრო კონკრეტულად კი, Hydrogen One – ეს არის მოწყობილობა, რომლითაც ვიდეოს სხვადასხვა ფორმატში უყურებთ. ეს ყველაფერი კი ერთ მოწყობილობაში, რომელიც ანდროიდზე მუშაობს.
Hydrogen One აღჭურვილია დიდი ჰოლოგრაფიული 5,7 დიუიმიანი ეკრანით, ასევე სპეციალური დანამატით, რომელიც ჩვეულებრივ ხმას საკმაოდ დიდი მოცულობისა და ხარისხის ჟღერადობად გადააქცევს. ამას გარდა, მას ნებისმიერი კონტენტის დაკვრა, ფაილების შექმნა და სხვადასხვა ფორმატის კონვერტაცია შეუძლია, მათ შორის სტრიმინგისაც.
რაც შეეხება ფასს, Hydrogen One 1200 დოლარი ეღირება.