Couples store პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისთვის საჩუქრის არჩევაში ეხმარება.
პირველ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს. ორიგინალური მაისურების შეძენა 25 ლარიდანაა შესაძლებელი, ხოლო აქსესუარებს 15 ლარიდან 25 ლარის ფარგლებში შეიძენთ.
Couples store -ის პროდუქციის ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში კურიერი ადგილზე მოგართმევთ. ამას გარდა, Couples store მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავიანთი გემოვნებითაც შექმნან პროდუქტი.
იდეის ავტორებიც წყვილი არიან, თეო რუხაძე და ირაკლი წერეთელი, რომელთა თქმით, ისინი უკვე მუშაობენ იმისთვის, რომ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდეს და უახლოეს მომავალში აქცენტს აქსესუარებზე გაკეთებენ.