ქალი, რომელიც წყალტუბოში მამამთილმა გარდაცვლილი ქმრის საფლავზე დანით რამდენჯერმე დაჭრა, მომხდარის დეტალებს იხსენებს.
„მოვიდა აგერსიით, ბრალს მდებენ ჩემი მეუღლის გარდაცვალებაში.
ამ დროს შევნიშნე, რომ ჯიბეში რაღაცას ატრიალებდა ხელით და ვიფიქრე, რომ დასაკეცი ცივი იარაღი ექნებოდა სავარაუდოდ. სიტუაცია, როცა გამძაფრდა ბავშვებთან მისვლა და მათი მანქანაში ჩასხდომა გადავწყვიტე.
შემობრუნებას, როცა ვაპირებდი რაღაც სილუეტი შევნიშნე, ხელში რაღაც ჰქონდა აწეული და რაღაცას მიპირებდა, ორ წამში კისერში დამარტყა…
“მამამთილი რომ გირტყამს, იქ რა გაგაჩერებს? ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე” – რა მოხდა წყალტუბოში
ბავშვების ხმა მესმოდა, როგორ კიოდნენ – დედას ნუ გვიკლავ, მამაც აღარ გვყავსო“, – ამბობს გურანდა მაღლაფერიძე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
გურანდა მაღლაფერიძის დედამთილი ამტკიცებს, რომ რძალს მისმა ქმარმა 4 ჭრილობა შემთხვევით მიაყენა. ფიზიკური დაპირისპირება კი მისი ვერსიით, მაშინ დაიწყო, როდესაც სასაფლაოზე მისულ კაცს რძალმა უთხრა რომ მის საუბარს ტელეფონში იწერდა.
წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა
ცნობილია, რომ 54 წლის გოჩა აბდალაძე რძლის დაჭრის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა. რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ მცირეწლოვანი შვილიშვილების თვალწინ რძალი, ბრალდებული დუმს. მისი მეუღლე კი ამტკიცებს რომ დანაშაულის პროვოცირება ქვრივმა მოახდინა.
დაკავებულის ცოლის მტკიცებით, რძალს მათი ქონების მითვისება უნდოდა. ქალი საბედისწერო დღეს მომხდარი ჩხუბის სულ სხვა ვერსიას ყვება, ამბობს, რომ რძალი მამამთილს ბავშვებთან ურთიერთობას უკრძალავდა. კაცი შვილის საფლავზე ბავშვების სანახავად მივიდა და დაჭრის განზრახვა არ ჰქონია.