LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველი იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა…ხელები ამიკანკალდა და რეალობას მოვწყდი” – რუსკა ქარქაშაძე

245
BeFunky-collage - 2023-01-11T002823.776

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ძველ ამბავს იხსენებს.

ჟურნალ “თბილისელების” კითხვაზე: – მართალია, რომ გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და გადაღებებმა, ფსიქიკური პრობლემები გამოიწვია და იპოქონდრიული შეტევები გქონდა?

რუსკა ქარქაშაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

– დიახ, პირველი იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა. ეს გამოიწვია უძილობამ და გადაღლამ. პირველი სეზონის მეოთხე გადაღებაზე რეჟისორმა დაიძახა: ვიწყებთ!.. და, მე ვგრძნობ, ვერ ვიწყებ. ხელები ამიკანკალდა, თავბრუ დამეხვა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ფეხებში ძალა გამომეცალა, თითქოს რეალობას მოვწყდი. სასწრაფო გამოიძახეს, გამსინჯეს და არაფერი გჭირსო. მაშინ, 13 წლის ასაკში, საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო პანიკური შეტევა. მეგონა, ფიზიკურად რაღაც ვერ იყო მწყობრში და ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. იმ ღამეს გადაღება არ გაგრძელდა, მომაკითხეს მშობლებმა და სახლში წამიყვანეს. დედა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მეორე დღეს წამიყვანა ფსიქოლოგთან. 4-5 ვიზიტის შემდეგ, მივხვდი, უკეთ ვიყავი. ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი და ამის შემდეგ, სულ ყურადღებით ვარ, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სხვათა შორის, ბოლო პანიკური შეტევა, ახლახან დამემართა თვითმფრინავში. არ მიყვარს ფრენა, ემოციურად დაძაბული ვარ, განვიცდი და როცა რაღაცაზე ნერვიულობ, ბუნებრივია, ნეგატიური ფიქრები მოდის. დავიწყე ლაპარაკი მეგობრებთან ყველაფერზე, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. სხვას ვერაფერს ვიზამდი ცაში (იცინის). დიდი ხანია, ვებრძვი ფრენის შიშს და როგორც კი დრო გამომიჩნდება, გადავწყვიტე, ფრენის შიშის დაძლევის კურსებზე ვიარო.

ვიდეო: “ერთმანეთი საერთო სანაცნობოში გავიცანით” – რუსკა ქარქაშაძე პირად ურთიერთობაზე

ფოტო: როგორ ატარებს შეყვარებულთან ერთად დროს რუსკა ქარქაშაძე – “სილამაზე…დედოფალი”

ფოტო: “როგორ უხდებით ერთმანეთს” – რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

რუსკა ქარქაშაძე: „ორი წლის სახლიდან გავიპარე და მეზობელმა მეტროში მიპოვა ხუჭუჭა შიშველი ბავშვი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g