საკუთარ “ინსტაგრამზე” ლეონარდო დიკაპრიომ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმიდან “ერთხელ ჰოლივუდში” პირველი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნა. ფოტოზე ბრედ პიტი და თავად დიკაპრიო თავისი პერსონაჟების ფორმაში არიან გამოწყობილები – ცნობილია, რომ ეს იქნება ტარანტინოს კარიერის ბოლოსწინა ფილმი.
სიუჟეტი მსახიობ შერონ ტეიტის გარშემო ვითარდება – ეს იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი, რომელსაც ორსულობის ბოლო თვეში ჩარლზ მენსონის ჯგუფის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ.
კრიმინალური დრამის პრემიერა 2019 წლის აგვისტოში გაიმართება.
https://www.instagram.com/p/Bkh21lOH6rf/?utm_source=ig_embed