LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კატასტროფული შეცდომა იყო ბურჭულაძესთან და ვაშაძესთან გაერთიანება, მეორე – ჯაფარიძის წასვლა: ვახტანგ მეგრელიშვილი

121
ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, 2016 წელს პაატა ბურჭულაძესა და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანება პირველი, ხოლო, პარტიიდან ზურაბ ჯაფარიძის წასვლა მეორე კატასტროფული შეცდომა იყო. ამის შესახებ მეგრელიშვილმა “რუსთავი-2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ახლა “ტრავმას იშუშებს”.

“ჩვენი აზრით, როდესაც ჩვენ 2016 წელს შეცდომა დავუშვით და პაატა ბურჭულაძესთან, გიორგი ვაშაძესთან და კიდე მემარჯვენეებთან გავერთიანდით, ეს იყო კატასტროფული შეცდომა გირჩის ისტორიაში. მეორე კატასტროფული შეცდომა იყო ჩვენი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლა პარტიიდან.” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით “პირველი კატასტროფის” შემდეგ ისინი ქუჩაში იდგნენ და პირობა დადეს არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არაგულწრფელი გარიგება აღარ დაედოთ.

“ჩვენ ახლა ტრავმას ვიშუშებთ, რომელიც არ არის შეცდომა, ეს არის ტრავმა. ეს ტრავმა ჩვენ უნდა მოვიშუშოთ იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ, სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით. მაგრამ ეს პოლიტიკური თამაში ნიშნავს ყველასთან საუბარს, მიუხედავად წარსულისა, ისტორიისა, იმიტომ, რომ ასეთი ქვეყანა გვაქვს, სხვა არ არის, თორემ არჩევანი რომ იყოს, კი ბატონო”, — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ოთხმა პარტიამ ბლოკი 2016 წელს 18 აგვისტოს შექმნა. ბლოკში გირჩთან ერთად, ბურჭულაძის პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ვაშაძის პარტია, ახალი საქართველო, ახალი არჩევანი და ახალი მემარჯვენეები იყო გაერთიანებული. მალევე, 27 სექტემბერს გირჩმა ბლოკი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g