LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

82
38586532

პირველი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად სამართალდამცველების ჯგუფების მიერ მოხდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი“, – აღნიშნა კლიჩკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g