Warner Bros-ის სტუდიებში, ჰერტფორდშირში დიდი ხნის ნანატრი „ჰარი პოტერის“ ტელესერიალის გადაღებები დაიწყო. გამოცემა „მირორის“ ცნობით, HBO-ს ახალი პროექტი ოფიციალურად ჩაეშვა წარმოებაში, ხოლო ახალი მსახიობების ვინაობა ორშაბათს გახდა ცნობილი. „ჰარი პოტერის“ სერიალის გადაღებებიდან პირველი ფოტოც გამოჩნდა. ჰარი პოტერის როლში მსახიობ დომინიკ მაკლაფლინს ვიხილავთ. ახალგაზრდა მსახიობი ატარებს მრგვალ სათვალეს და ჰოგვორტსის სკოლის ფორმას.
მსახიობი რორი უილმოტი ჰარის თანაკლასელის, ნევილ ლონგბოტომის როლს შეასრულებს, ხოლო ამოს კიტსონი – მისი ბიძაშვილის, დადლი დურსლის როლს. პროექტში ასევე მონაწილეობს ლუიზ ბრილი კვიდიჩის მასწავლებლის, მადამ ჰუჩის როლში, ხოლო ანტონ ლესერი, ჯადოსნური ჯოხის მოყვარულის, გარიკ ოლივანდერის როლს შეასრულებს.
პროექტი გვპირდება, რომ მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ორიგინალურ წიგნებთან, თითოეული ეპიზოდი იქნება ერთ-ერთი რომანის ადაპტაცია. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯოან როულინგია.
ადრე დადასტურებულ მსახიობებს შორის არიან მსახიობი ჯონ ლითგოუ პროფესორ ალბუს დამბლდორის როლში, უელსელი კომიკოსი პოლ უაითჰაუსი არგუს ფილჩის როლში და კეტრინ პარკინსონი ქალბატონი უისლის როლში.
„ჰარი პოტერის“ სერიალის მსახიობთა პირველი შემადგენლობა ცნობილია


