LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი “ქართული გზა” ჰიმალაებში (ვიდეო)

77

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა,  ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს – არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა. ქართველ მთამსვლელთა სამეულმა, ჰიმალაის მთებში, პირველი ქართული გზა ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე ლარკიაზე (6425მ) გაკვალა და მწვერვალიც დაიპყრო. მთამსვლელობის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში ქართული სამეული ლარკიაზე პირველამსვლელად ჩაიწერა და მათ მიერ განვლილ მარშრუტს „ქართული გზა“ ოფიციალურად ეწოდა.

„წელს თითქმის ყოველ კვირას გვიწევს ქართული სპორტის წარმატებაზე საუბარი და სპორტის სხვა სახეობებს მთამსვლელებმაც კარგად აუბეს მხარი. ვულოცავ ახალგაზრდა ალპინისტებს ამ დიდ წარმატებას – მათ ნეპალში ურთულესი მარშრუტი გაიარეს და პროფესიონალების, მათ შორის უცხოელი მთამსვლელების მაღალი შეფასება დაიმსახურეს. მადლობას ვუხდი მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, წარმატებებს და მშვიდობით დასრულებულ ექსპედიციებს ვუსურვებ“, – განაცხადა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g