პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც 22:00 საათზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის“ არის დაანონსებული, მოქალაქეები იკრიბებიან.
კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.
როგორც ცნობილია, სპეციალურად ამისთვის ანგარიშის ნომერია შექმნილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.