„პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ქართველების შესახებ საუბრობს:
„ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს!დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ – წერს ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე.