LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი რამდენიმე დღის წინ კახეთში იყო – მას კორონავირუსი აქვს

410
sauniversiteto-imedi

ექთანი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს  და დღეს კოვიდ 19 დაუდასტურდა, როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინ კახეთში იმყოფებოდა.

ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს ჩავიდა და თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა.

ინფიცირებული მედიკოსის ქმარი, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაშია. ასევე თვითიზოლაციის ვალდებულება დაეკისრა კიდევ 3 მეზობელს. ამ დროისთვის არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, ე. წ. მწვანე ზონის სტატუსი კახეთმა მას შემდეგ დაკარგა, რაც ყვარელში, ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g