ენრიკე იგლესიასი სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდა. ესპანელი მომღერალი, რომელმაც ბოლო დროს მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა, სრულად არის გადართული ტყუპების აღზრდაზე, რომელიც მას ანა კურნიკოვასგან ჰყავს.
ამჯერად, 44 წლის შემსრულებელმა თაყვანისმცემლებს ვაჟის, წლინახევრის ნიკოლასის ემოციური ვიდეო გაუზიარა. ვიდეოში სათაურით ,,როგორ გავატარეთ უქმეები”, ბიჭუნა იახტის ფანჯრიდან ოკეანეს გასცქერის და ტალღების ხმაზე მის პირველ სიმღერას ღიღინებს.