LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი უპილოტო ტაქსი მომავალი წლიდან გამოჩნდება

119
tsltx

საინტერესო სერვისს „ტესლა“ აამოქმედებს და ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის შემქმნელმა ილონ მასკმა გაავრცელა. მასკი ირწმუნება, რომ ავტოპილოტის მასობრივად დანერგვა 2020 წლიდან დაიწყება და სიახლე ტაქსებსაც შეეხება. „ტესლას“ ტაქსი Uber-ის თუ ტაქსის სხვა კომპანიების მთავარ კონკურენტად გადაიქცევა.

მილიონერს დიდი იმედი აქვს, რომ საინტერესო სიახლის გამოცდას მალევე შეძლებს. მთავარია, ამის უფლება აშშ-ს ხელისუფლებისგან მიიღოს. ინსაიდერების ინფორმააციით, უპილოტო ტაქსებს „ტესლას“ ავტომობილებისგან შექმნიან და მსგავს ტრანსპორტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება.

აღსანიშნავია, რომ მასკი ერთადერთი არ არის ვისაც მსგავსი იდეა გაუჩნდა და მხოლოდ ამერიკაში უპილოტო ტრანსპორტზე 60-მდე კომპანია მუშაობს. რამდენიმე მწარმოებელი ავტოპილოტის გამოცდას უკვე ამ წელსვე გეგმავს.

https://www.apnews.com/09894dee68d7496399f176a77a8bc98d

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები