LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ვერტიპორტი – მფრინავი ტაქსების აეროპორტი – უკვე მზადაა

209
taxi

Euronews-ის ცნობით, პირველი საჰაერო ელექტროტაქსი პარიზში, სავარაუდოდ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გამოჩნდება. საჰაერო ტაქსის სერვისისთვის შესაბამისი საფრენი აპარატი უკვე შერჩეულია და პირველი ვერტიპორტი – მფრინავი ტაქსების აეროპორტი – უკვე მზადაა.

Skyports-ის ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის დამიენ კაიზელის თქმით, ტრადიციული აეროპორტების მსგავსად, ვერტიპორტში ფრენაზე წინასწარი რეგისტრაცია იქნება საჭირო, გამგზავრებამდე 5 წუთით ადრე კი მგზავრები საჰაერო ტაქსიში ჩასხდომისთვის მოემზადებიან. მისი თქმით, ჩასხდომა ბიომეტრიული პორტალით გაკონტროლდება. მფრინავი ტაქსი პარიზის შემოგარენში 5 სხვადასხვა აეროპორტში შეძლებს დაჯდომას.

საფრანგეთის რეზიდენტ მოქალაქეებს მფრინავი ტაქსების შემოღებაზე ხმა ჯერ კიდევ არ მიუციათ, თუმცა, პროექტის თანახმად, ახალი ხომალდები ტიპურ ვერტმფრენებთან შედარებით 4-ჯერ უფრო ჩუმი და ეკომეგობრულია. მფრინავი ტაქსები ავიაციაში არა მხოლოდ მგზავრების გადაყვანისთვის, არამედ ამანათებისა და სამედიცინო ინვენტარის ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენება.

გერმანული კომპანია Volocopter, რომელიც მფრინავ ტაქსებს აწარმოებს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან დასტურს ელოდება, რათა სერტიფიცირების შემდეგ ყველა რესურსი ხომალდის განვითარებას მოახმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g