LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი ზარი მივიღე ისრაელის პრეზიდენტისგან“ – რას ამბობს იციკ მოშე, რომლის მოკვლასაც, სავარაუდოდ, საქართველოში გამოგზავნილი ქილერი გეგმავდა

90
moshe_itsik

15 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ირანი-საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

გუშინვე ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი მოქალაქე, რომლის მოკვლაც უცხოეთიდან საქართველოში იგეგმებოდა, ცნობილი ბიზნესმენი, იციკ მოშეა. დღეს, 16 ნოემბერს კი ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა ისაუბრა.

როგორც საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ აღნიშნა, მას ისრაელის პრეზიდენტი დაუკავშირდა და სთხოვა საკუთარ თავს გაუფრთხილდეს.

„უფრო დაცული ვარ, ვიდრე ვიყავი წინა კვირას. ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

მე რომ ეს ყველაფერი მეგრძნო, რა თქმა უნდა, ქართულ და ისრაელის მხარეებს შევატყობინებდი. გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო.

მტრის მოტივაციას ბევრი მიზეზი არ სჭირდება, ზოგადად ისრაელის, ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის დიდი ანტისემიტური აქცია, ქმედებები, რომელიც წელიწადში 50%-ზე მეტით იზრდება. ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ საფრთხის წინაშე დგას.

პირველი ზარი მივიღე ისრაელის პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ამაყობს ჩემი მუშაობით ისრაელზე ზრუნვისთვის და რომ გავუფრთხილდე საკუთარ თავს“,- აცხადებს იციკ მოშე „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g