LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველივე ლაივზე ვთქვი, რომ ეს გოგო არის ვოისის გამარჯვებული! მადლობა ყველა ქართველის სახელით!“ – ნინი შერმადინი ქართველ კოლეგას ემოციურ პოსტს უძღვნის

949
BeFunky-collage (1)

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი ამერიკულ Voice-ში ნინი ბრეგვაძის შთამბეჭდავ გამოსვლას ეხმაურება და ქართველ კოლეგას მორიგ წარმატებულ ნაბიჯს ემოციური პოსტით ულოცავს.

ვიდეო: „განსაცვიფრებელი შესრულება“, „შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ“ – ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა ამერიკულ Voice-ში

გუშინ, ამერიკულ Voice-ში ქართველი ვარსკვლავი სიმღერით „River“ წარდგა, სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაც მოხვდა.

„შევხვდებით ლაივებზე! მადლობა ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი“ – რას წერს ნინი ბრეგვაძე ამერიკულ Voice-ში ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ 

„ღმერთო! პირველივე ლაივზე ვთქვი, რომ ეს გოგო არის ვოისის გამარჯვებული! ნინი ნამდვილი ვარსკვლავი ხარ! მიხარია, ვამაყობ და მიყვარხარ ძალიან! კიდე მეტს ვიტყვი ჩემი მოტივაციაც ხარ! მადლობა ყველა ქართველის სახელით!“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები