LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიტბულმა ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა

60

ამერიკელმა რეპერმა, პიტბულმა მომდევნო ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა. დისკი სახელწოდებით „Climate Change“ გაყიდვაში 3 ივნისს გამოვა.

ცოტა ხნის წინ, აღნიშნული ფირფიტის მხარდასაჭერად სინგლები „FREE.K“, „Freedom“ და „Bad Man“ გამოვიდა, თუმცა მიუხედავად ამ უკანასკნელზე ვარსკვლავური მუშაობისა (რობინ თიკეს, ტრევის ბარკერისა და ჯო პერის მონაწილეობით), მუსიკალურ ჩარტებში მას განსაკუთრებული შედეგები არ უჩვენებია.

შეგახსენებთ, რომ პიტბულის უკანასკნელი დისკი „Dale“ გაყიდვაში გასული წლის ივლისში გამოვიდა და მხოლოდ Billboard 200-ის 97-ე ადგილზე განთავსდა. ალბომის ყველაზე წარმატებული სინგლი „Como Yo Le Doy“ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები