პიტბულის YouTube-ის ოფიციალურ არხზე მუსიკოსის ახალი სიმღერა „Freedom“ გამოქვეყნდა. რეპერის თაყვანისმცემლები გაამხიარულა იმ ფაქტმა, რომ მან ახალ ნამუშევარს უწინდელი ჟღერადობა დაუბრუნა.
სიახლე პიტბულის ახალ სტუდიურ ალბომში „Climate Change“ შედის და ის მეორე ოფიციალური სინგლია რეპერისგან. დისკის რელიზი მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება.