გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია. ამის შესახებ გერმანიის ელჩი X-ის პირად გვერდზე წერს.
„აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელი მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან.
მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“, – წერს ფიშერი.