სტუდია Pixar-ის თანამშრომლებმა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი „Borrowed Time“ წარმოადგინეს, რომელსაც ისინი თავისუფალ დროს ქმნიდნენ.
მთავარი პერსონაჟი – ასაკოვანი შერიფია. იგი მთელი ცხოვრება ახალგაზრდობაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რომელშიც დამნაშავედ თავად იყო. ფილმის ავტორების თქმით, მულტფილმის მთავარი იდეა პატიებაა – ექვსი წუთის განმავლობაში მაყურებელი მასთან ერთად მძაფრ ემოციებს განიცდის.
„Borrowed Time“-ზე მუშაობა ხუთი წელი გაგრძელდა.
https://vimeo.com/136345350