ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo ახალი, რიგით მე-8 ალბომი დააანონსა. ბენდმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ სიმღერებზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის დღის სინათლეს მალე იხილავს.
„მომავალ, რიგით მერვე ალბომზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის გამოსაცემად მზადაა. ყველაფერს ვაკეთებთ ტურნეს დასაგეგმად. კიდევ რა შეიძლება, რომ თქვენთვის გავაკეთოთ? თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია. გისურვებთ მშვიდობასა და სიყვარულს“, – ნათქვამია პოსტში.
შეგახსენებთ, ბოლო ალბომი Loud Like Love კოლექტივმა 2013 წელს გაავრცელა. ახალი ნამუშევრის სახელწოდება და გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.