ფრანგული სტარტაპი ლურჯი წყალმცენარეებისგან მცენარეულ ცილას ქმნის, იმისთვის რომ მომავალში მსოფლიოში შიმშილის პრობლემა გადაწყვიტოს.
კომპანია კინოსმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც წყალმცენარეებიდან ცილას მაქსიმალურად გამოყოფს, ამან კი შესაძლოა ცხოველური პროტეინები ჩაანაცვლოს.
პროექტის ავტორი ვინ ლაი ირწმუნება, რომ როცა წყალმცენარეებს საკვებად ვიყენებთ, მას არ სჭირდება სინთეზური სასუქები.
“არ ვაბინძურებთ ნიადაგს, გარემოს და ამასთან კვების ინდუსტრიის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუზღუდავადაა შესაძლებელი” – ამბობს ვინ ლაი.
ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ უკვე გახსნა საწარმო და პირველი პროდუქტიც გამოუშვა. ვინ ლი ამბობს რომ B12-ის მაღალი კონცენტრაციის გამო, ეს საკვები შესანიშნავია ვეგეტარიანულ რაციონში ჩასართავად. ამ ეტაპზე მათ მიერ წარმოებულ წყალმცენარეებს იაპონიაში ყიდიან. მომავლის მიზანი კი წყალმცენარეებზე დაფუძნებული კვების მთელ მსოფლიოში გავრცელებაა.

ცნობისთვის:
ბრიტანეთში დაფუძნებული რესტორნების ქსელი ნანდო, რომელიც ცხარე ქათმებითაა ცნობილი, უკვე იყენებს წყალმცენარეებს, თუმცა არა მენიუში, არამედ ქათმების საკვებად. 1000-მდე ფილიალით, ქსელი ცდილობს შეამციროს გარემოზე ზიანი. ნანდო ასევე ხელს უწყობს და აფინანსებს კვლევებს, რომელიც ქათმების ალტერნატიულ კვებას მოიცავს.
