ადამიანის ბიოლოგიური ბუნებრივი კანონზომიერებაა სიბერე. ეს არის კანონზომიერი პროცესი, რომელიც გარდაუვალია. მთელი ცხოვრების ციკლი იწყება დაბადებით და სრულდება სიკვდილით, ამ გზაზე ადამიანი არსებობისთვის იბრძვის, ისეთი არსებობისთვის, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში „ფინანსური მდგომარეობა“ ჰქია. სწორედ ასეთი მდგომარეობა განსაზღვრავს დღეს ადამიანების ვიზუალს, ნაოჭების სიმცირეს, კანის გადაჭიმვას, თვალების ფერის შეცვლას, ტუჩების დაბერვას, მკერდის გადიდებას და კიდევ ათას საშუალებას, რომლითაც შეგვიძლია ასაკი მოვატყუოთ. წლებს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ემატება, სხეულს კი პლასტიკური ოპერაციების შედეგი.
თუმცა ამის შესაძლებლობა ყველას არ გააჩნია. სარკის წინ დათვლილი ახალი ნაოჭები არ არის საწყენი იმდენად, რამდენადაც ისეთი სიბერე, სადაც სარკეც არ გექნება.
„მე ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ვიყავი“, „მე ისეთი ლამაზი ვიყავი, იმხელა თმები და ისეთი თვალები მქონდა, რომ გავივლიდი ყველა მე მიყურებდა“, „ჩემისთანა გოგო უბანში არ დადიოდა“, „სკოლაში ყველაზე ლამაზი ვიყავი“ და კიდევ უამრავი ასეთი ფრაზაა, რომელიც ჩვენი ბებიებისგან მოგვისმენია.
145 წლის ინდონეზიელი კაცი – ყველაზე მოხუცი ადამიანი მსოფლიოში (ფოტო)
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, საქართველოში 100 წელს გადაცილებული 803 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქალია. 13 რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ცხინვალი) ყველაზე მეტი – 280 უხუცესი აფხაზეთში ცხოვრობს. ყველაზე ასაკოვანი ადამიანების რაოდენობით, მეორე ადგილზეა თბილისი, მესამე კი ქვემო ქართლი სახელდება. აჭარა ამ ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა, საჯარო რეესტრის მონაცემებით აჭარაში 55 ას წელს გადაცილებული მოქალაქე ცხოვრობს, ზუსტად ამდენივე უხუცესი ცხოვრობს იმერეთშიც.
საქართველოში ყველაზე ასაკოვან ადამიანად 118 წლის მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები ქალი მიიჩნეოდა, თუმცა შეიძლება არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ყველაზე ასაკოვან ქალად ანტისა ხვიჩავა დასახელდეს, რომელიც 132 წლისაა. ის დაიბადა 1880 წლის 8 ივლისს. მისი დაბადების მოწმობა დაკარგულია, რაც ეჭვქვეშ აყენებს, რომ ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანია დედამიწაზე.
ანტისა ცხოვრობს მის 42 წლის შვილიშვილთან ერთად. ქალბატონს არასდროს უვლია სკოლაში, ძირითადად ჩაის ფერმაში მუშაობდა. საუბრობს მხოლოდ მეგრულად. დღეს ქალბატონი ძალიან სუსტად არის, უჭირს მეტყველება და ვერ ცნობს ვერავის გარდა შვილისა და შვილიშვილებისა. ამბავს კი ანტისა ბებოს შესახებ, ადგილობრივი მედია ხშირად აქვეყნებს. მას დღესასწაულებზე სტუმრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ჩუქნიან საჩუქრებს.
2012 წელს, „ჩაი საშვალებას გვაძლევს ვიცხოვროთ სამუდამოდ?“ – ამ სათაურით გამოეხმაურა ერთ-ერთი ამერიკული ინტერნეტ გამოცემა საქართველოში მცხოვრებ ქალბატონს. როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, შესაძლოა ყველაზე მოხუცი ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს.
ანტისა ბებოს გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრებს კიდევ 100 წელს გადაცილებული 4 ადამიანი – საშა კაკულია, ვენერა გაწერელია, ვალია ქირია და შურა პაჭკორია. ვენერა გაწერელია მარტში 109 წლის გახდა. მას 52 შთამომავალი ჰყავს.
5 ნოემბერს ოზურგეთის მედალფას კლინიკაში 1911 წელს დაბადებულ ქალბატონს, სოფელ ბაღდადის მკვიდრს (ცხემლისხიდის თემი), ჟენია ცეცხლაძეს, ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის ამოკვეთის შემდეგ, მისი ოჯახის წევრების განმარტებით, მდგომარეობა სტაბილურია და 108 წლის ქალბატონი თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს. მათივე განმარტებით, მეექვსე დღეა ჟენია ცეცხლაძეს ოპერაცია გაუკეთდა, თავს კარგად გრძნობს და ექიმი მალევე გაწერს საავადმყოფოდან.
გაიცანით 80 წლის მოხუცი, რომელიც მოხალისედ მუშაობს და მარტოხელებს უვლის
ზოგადად საქართველოში მოხუცი ადამიანების და სახელმწიფო დახმარებების საკითხი მტკივნეული თემაა. ხშირად პენსიაზე დამოკიდებული ადამიანებისთვის საკმარისი არ არის სახელმწიფოს შემწეობა, ამიტომ ხშირად შეხვდებით ასეთ მოხუც ბებიებს და ბაბუებს გარევაჭრობის ადგილებში დახლებთან, მოხუცებულთა თავშესაფრებში, „კათარზისთან“ და ქუჩაში, პურის ფულის სათხოვნელად გამოსულებს.
სახელმწიფო 100 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარს ურიცხავს.
ბედნიერი სიბერეა ბედნიერება, თორემ სიბერის ნაოჭების დასათვლელად სარკეც რომ არ გექნება ეს ქვეყნის ტრაგედიაა.