ექსპერტების თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაეცა მოთხოვნა პლანშეტებზე.
პირველი პლანშეტი iPad, 2010 წელს გამოჩნდა და მისი მწარმოებელი Apple იყო. მოგვიანებით ანალოგები სხვა კომპანიებმაც შექმნეს. დროთა განმავლობაში სიახლეზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა, თუმცა ამჟამად ტენდენცია შეიცვალა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათმა გაყიდვებმა მკვეთრად იკლო, ადამიანები კი მისით სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან. ყველაზე სტაბიულური მაჩვენებელი ამ მხრივ Apple-ს და Samsung-ს აქვს.
ვარდნის მაჩვენებელი ბოლო ათი თვის განმავლობაში შეიმჩნევა და მიუხედავად ამისა, 2017 წელ 36 მილიონი მოწყობილობა გაიყიდა. აქედან მეოთხედი სწორედ Apple-ის ნაწარმს ეკუთვნის.