78 წლის ლეგენდარული იტალიელი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო სექსუალურ სკანდალში ეხვევა. მას ერთდროულად 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სტატიას თემაზე Associated Press ავრცელებს. 8 მომღერალი და 1 მოცეკვავე აცხადებენ, რომ 30 წლის წინ მათზე პლასიდო დომინგომ იძალადა. სტატიაში თითოეული ქალის ქეისია მოყვანილი და ზოგიერთი ამბობს, რომ მომღერალმა მათი გაუპატიურება სცადა. ვინაობის გამხელა მხოლოდ პატრისია ვულფმა ისურვა, რომელიც პლასიდოსთან ერთად ვაშინგტონის ოპერაში გამოდიოდა.
ბრალდებებს უკვე უპასუხა თავად საოპერო მომღერალმა; „ხალხმა, რომელიც მუშაობს ჩემთან, იცის, რომ არასოდეს არავისთვის მიმიყენებია ზიანი. არასოდეს მიფიქრია ვინმეს შეურაცხყოფა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ის სტანდარტები, რომლებიც ახლა მოქმედებს, განსხვავდება იმისგან, რითაც ჩვენ წლების წინ ვხელმძღვანელობდით“, – განაცხადა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ პლასიდო დომინგო 57 წლია მექსიკელ მომღერალზე, მარტა ორნელასზეა დაქორწინებული.