LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლასტიკის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება

116

პლასტიკის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

მან ამ სფეროში დასაქმებულებს, საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი გააცნო.

ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ჩანაცვლებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით.  

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პლასტიკის პარკების გარემოზე ზემოქმედების შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g