LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლასტიკურ ბოთლებში ჩამოსხმული სასმელები, შესაძლოა, გაძვრდეს

84

პლასტიკურ ბოთლებში ჩამოსხმული სასმელები, შესაძლოა, გაძვრდეს, რადგან პლასტიკური ბოთლების მწარმოებელი და მომხმარებელი მსხვილი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენები შეაგროვონ, ასევე მათი ტრანსპორტირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება უზრუნველყონ. ამის შესახებ ინფორმაცია ”ფორტუნას” ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული ვალდებულება პლასტიკური ბოთლების მწარმოებელ და მომხმარებელ კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის, რის გამოც ისინი იძულებული გახდებიან საკუთარი პროდუქცია გააძვირონ.

”ბუნებრივია, ნარჩენების ტრანსპორტირების, შეგროვების პროცედურები დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც კომპანიების ხარჯებს გაზრდის. მაგრამ, კანონი ჩვენი ინიციატივით არ მიგვიღია, ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს,”- განაცხადეს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სწორედ იმიტომ რომ კომპანიებს ახალი კანონი მძიმე ტვირთად არ დააწვეს და მათ მომზადება შეძლონ, აღნიშნული ვალდებულება ძალაში 2019 წლიდან შევა.

როგორც „ფორტუნას“ ”ზედაზენის” დამფუძნებლმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს. ”ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა შეგროვდეს ეს ბოთლები. კომპანიები რეალიზაციას კახეთიდან სვანეთამდე ვეწევით. ზოგადად, ვფიქრობ, კანონმდებლობა დასახვეწია.”- განაცხადა ჩოჩელმა.

გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკური ბოთლების მწარმოებელ და მომხმარებელ კომპანიებს დღეს ის ვალდებულებები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც “ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალიწინებს. კოდექსი ძალაში 2019 წლიდან შედის.

პოპულალურები