LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლატინისა და ბლატერს 8 წელი მიუსაჯეს

113

ფიფას და უეფას პრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აუკრძალეს.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს, ლოიალურობას და ვინმესთვის საჩუქრის გაკეთებას ეხება.

პლატინიმ უეფას წესები დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და ლოიალურობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერსა და პლატინის სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ბლატერი პლატინისთვის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანონო გადარიცხვაში დაადანაშაულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g