LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Playboy-ს სახლი 200 მილიონად იყიდება

95

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ჰიუ ჰეფნერმა „ცოდვების სახლის“ გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ჰიუმ და თავისმა ცოლმა უკვე გაიტანეს სახლი გასაყიდად, თუმცა ჯერ კიდევ ცხოვრობენ მასში. ჰეფნერი იმედოვნებს, რომ Playboy-ს ცნობილ სახლში 200 მილიონ დოლარს მიიღებს. თუმცა, საპირისპიროს ფიქრობენ ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახლის მეპატრონე ბევრს ითხოვს და მისი რეალური ფასი 60 მილიონია.

ამას გარდა ჰეფნერმა რამდენიმე პირობაც წამოაყენა – თუ ახალი მფლობელი გადაწყვეტს,  რომ სახლი ტურისტული თვალსაზრისით გამოიყენოს, ცნობისმოყვარე დამთვალიერებელს არ შეეძლება ჰეფნერის საძინებელში შესვლა.

შეგახსენებთ, რომ Playboy-ს სახლი ლოს-ანჯელესში, ჰოლმბი ჰილსის რაიონში მდებარეობს. ჰიუმ ის 1971 წელს შეიძინა და შიშველი მოდელებისა და მათი მსურველი მამაკაცების საკულტო ადგილად აქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები