LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლუს ზომის მოდელი მეგან მარკლის ორეულია (ფოტო)

637
megann

მეგან მარკლის ახალი ორეული ჰყავს, ეს პლუს ზომის მოდელი ერიკა ლორენია. გოგონა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, მას „ინსტაგრამზე“ გვერდი აქვს და უკვე 258 ათასი მიმდევრის მოგროვება შეძლო. ეს კი მისი გარეგნობის დამსახურებაა, ის საოცრად ჰგავს სასექსის ჰერცოგინიას.

ერიკა ჟურნალ The Insider-ის ჟურნალისტებს ესაუბრა და აღიარა, რომ მეგან მარკლის ჯერ კიდევ მაშინ ამსგავსებდნენ, როდესაც ის პრინც ჰარიზე დაქორწინებულიც  არ იყო. ერიკა პროფესიით მუსიკოსია, თუმცა სამოდელო კარიერას ამჯობინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები