PMCG-იმ უმუშევრობასთან დაკავშირებით კვლევა აწარმოა.
კვლევა 2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებს მოიცავს და ასევე განსაზღვრავს, თუ რა გავლენა მოახდინა COVID-19-ისგან გამოწვეული კრიზისიმა დასაქმებაზე.
აღნიშნულ თემაზე, „ბიზნესკურიერის“ ეთერში „PMC“ კვლევითი ცენტრის მკვლევარმა ნიკა ბაქრაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე, საქართველოში უმუშევრობის დონის შესამჩნევად დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნეოდა. 2017 წლიდან – 2019 წლამდე მაჩვენებელი 21.6%-დან 17.6%-მდე შემცირდა.
2017 წლიდან – 2019 წლამდე პერიოდში, სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანების მაჩვენებელი შემცირდა 54.5%-დან 51.8%-მდე.
პანდემიით გამოწვეული კრიზისი სამუშაო ადგილებზეც აისახა.
2020 წელს უმუშევრობის დონე, 2019-თან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (პპ). მეტიც, 2021 წლის პირველ კვარტალში, კრიზისის უარყოფითი გავლენა შრომის ბაზარზე გაძლიერდა და 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
უმუშევრობის დონემ 3.6 პპ-თი მოიმატა.
ნიკა ბაქრაძემ ასევე ისაუბრა დედაქალაქსა და სოფლად დასაქმებული პირების მაჩვენებელზეც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალაქში, ვიდრე სოფლად. ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით, ქალაქებსა და სოფლებში არსებულ უმუშევრობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
2017-2019 წლებში, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5% იყო, ხოლო ქალაქში – 19.8%.
რაც შეეხება გრძელვადიან და მოკლევადიან უმუშევრობას-2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის (ერთ წელზე მეტი) მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნებოდა მისი შემცირების ტენდენციაც.
მოცემული პერიოდის განმავლობაში გრძელვადიანი უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 40%-ს შეადგენდა.
2020 წელს მოკლევადიანი (ერთ წელზე ნაკლები) უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა.
აღნიშნული განაპირობა 0-დან 5 თვის ჩათვლით უმუშევრების წილის 11 პპ-ით გაზრდამ. სავარაუდოა, აღნიშნული ცვლილება პანდემიით განპირობებულმა კრიზისმა გამოიწვია, რადგან 2020 წელს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები, სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვაში აისახა.
ასევე, სავარაუდოა, რომ 2020 წლის სტატისტიკაზე გავლენა მეთოდოლოგიის შეცლამაც იქონია.
