დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყება განიხილება. ამ საჰაერო ხაზზე ოპერირებას რუსული ავიაკომპანია Pobeda Airlines გეგმავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, Pobeda Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენას 6 ივნისიდან შეუდგება. დონის როსტოვიდან ბათუმისკენ ავიარეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.