LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოდოლიაკს საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს“ – მიხაილო პოდოლიაკი

173
გურამ მაჭარაშვილი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები მეტყველებს, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკით დაინტერესებული არაა“, პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „პოდოლიაკს საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს“.

„დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

მაჭარაშვილის თქმით, პოდოლიაკის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განწყობებს ბადებს.

მიხაილო პოდოლიაკი: „იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? ჩემთვის ცალსახაა, რომ არა“

„პარტია „ხალხის ძალა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში განცხადებებში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, თამაშობდა უცხოური ძალის თამაშს. ის სამწუხარო მოცემულობა, რაც უკრაინის სახელმწიფომ მიიღო, სწორედ ამ შედეგის მომტანია. პოდოლიაკიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და არის ამ უცხოური ძალის წარმომადგენლობაში, რომელსაც ალაპარაკებენ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით. არამხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვის არავინ არ არის პოდოლიაკი და საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს, პირიქით, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განწყობებს ბადებს. ის თავიდან ბოლომდე გაშიფრულ გეგმაზე იმავეს იმეორებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არის აუცილებლად გასახსნელი. ეს გეგმა გაშიფრულია, გაშიფრა შეერთებული შტატების საზოგადოებამ. იგივე ხდებოდა და ხდება უკრაინაში და ომის დამთავრება ამერიკის საზოგადოებამ დონალდ ტრამპის არჩევით გადაწყვიტა, რომელმაც თქვა, რომ ომი უკრაინაში უნდა დამთავრდეს.

პოდოლიაკს ვკითხოთ, რატომ შეცვალა მისმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ არ დაელაპარაკებოდა არავის ომის დამთავრებაზე, ვიდრე არ გაათავისუფლებდა უკრაინის ტერიტორიას. დღეს კი ტრამპს ეხვეწება, როგორმე უკრაინაში ომი დაასრულოს. პოდოლიაკმა ამას მიხედოს და თავის ქვეყანას მიხედოს, რომელიც ჩააგდეს ასეთ სამწუხარო მდგომარეობაში. რისთვისაც უკრაინაში ომი დაიწყო, იმას ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს ეუბნება, სამაგიეროდ, სამწუხარო მოცემულობა მიიღეს უკრაინაში. პოდოლიაკს, საქართველოზე ლაპარაკის ნაცვლად, ურჩევნია, თავის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მიმართოს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და აღარ ლაპარაკობს ტერიტორიების აღდგენაზე, არამედ იმედი აქვს ტრამპის, რომ ომი დაასრულოს უკრაინაში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g